weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

22:58 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული დ.ტ. დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით ერთი წლით გამოსაცდელი ვადით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ტ.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სახის არეში ხელი დაარტყა.

სამართალდამცველებმა დ.ტ. 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]